Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

     მეცხრე დღეს შევამოწმე და მოვაწესრიგე ჩემი საქაღალდე. შემდეგ ავტვირთე ის საკუთარ ბლოგზე. ვისწავლე, როგორ მივუთითო დოკუმენტი ბლოგზე ლინკის სახით.  გავეცანი სხვადასხვა ავტორის ვიდეოგაკვეთილს, რომლებიც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას.     ინტელის ტრენინგი იყო უაღრესად საინტერესო, ინფორმატიული და დატვირთული. მივიღე უამრავი საჭირო ინფორმაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზა მასალა , რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.      ხაზგასმით  გამოვყოფ  ტრენერის პოზიტიურობას , ორგანიზებულობას და მაღალ პროფესიონალიზმს.

მეშვიდე დღის რეფლექსია

    გავეცანი  პრეზენტაციას  მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.  შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. გარდა ამისა, ვისწავლე, როგორ დავამატო ბლოგზე სხვადასხვა ხასიათის გაჯეტები. ჩემს ბლოგზე დავამატე ხმის მიცემის გაჯეტი მოსწავლეთათვის და ვიზიტორთა სტატისტიკა. 

მეექვსე დღის რეფლექსია

        მეექვსე დღე დავიწყე სლაიდშოუში ვიდეოს ჩასმით. გავიგე, როგორ ჩავსვა  სლაიდშოუში  ჩამოტვირთვის შემდეგ ან პირდაპირ ინტერნეტიდან. ამის შემდეგ ვისწავლე ,  თუ როგორ გამოვაქვეყნო  სლაიდშოუ (მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი) ბლოგზე. შევცვალე ჩემი ბლოგის დიზაინი. ასევე, შევქმენი პროექტის შეფასების გეგმა.

მეხუთე დღის რეფლექსია

     მეხუთე დღეს გავეცანი,  როგორ ვისარგებლო ინტერნეტ რესურსებით საავტორო უფლებების დაცვით. ვისწავლე , თუ როგორ შევინახო მოძიებული ფოტოები და ლიტერატურის ბმულები და სად განვათავსო ისინი პრეზენტაციაში. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო სლაიდშოუ/პრეზენტაცია, რომელსაც გამოვიყენებ თვალსაჩინოების სახით მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობის დროს.

მეოთხე დღის რეფლექსია

      მეოთხე დღეს უფრო თვალნათლივ დავინახე, თუ რა ეტაპებია გასავლელი პროექტზე მუშაობის დროს. შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები. გავიგე, თუ რა ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული თითოეული მეთოდის განხორციელების დროს.

მესამე დღის რეფლექსია

    მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ჩემთვის იყო საინტერესო, რადგან ვისწავლე მუშაობა პროექტის გეგმაზე. გავიგე, როგორ დავსახო გეგმა პროექტისათვის და დავუკავშირო ის ეროვნულ სასწავლო გეგმას.      ჩემთვის დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გავიგე რას ნიშნავს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ამ შეკითხვებით პროექტზე მუშაობის დროს.